|
2024-10-14 19:46:34, 326 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, მათ, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სამედიცინო და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, განიხილეს ადგილობრივების საჭიროებებიც. "გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, 16 სოფლის მაცხოვრებლები, 650-მდე ადამიანი ცხოვრობს. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, სოფელ შავშებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე. შეხვედრაზე, სხვა პირებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)