10:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 15:49:58, 381 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ City Cancer Challenge-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის სერვისებისა და  უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხები განიხილეს City Cancer Challenge-ის ღონისძიებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრელებს.

სამინისტროს ცნობით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიხეილ სარჯველაძემ მიმართა. 

"შეხვედრაზე,ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.ისაუბრეს სერვისების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა,მოწვეულ სტუმრებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა,რომ უწყების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის, მკურნალობის პროცესის გამარტივება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა.
ღონისძიების მონაწილეებს,  სიტყვით, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მიმართა.

ფონდი City Cancer Challeng ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით, სიკვდილიანობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ღონისძებას  მინისტრის მოადგილეები  თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე,City Cancer Challenge-ის ევროპის რეგიონის დირექტორი  სოფი ბუსმანი, city cancer challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი ისაბელ მესტრესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები,ასევე ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics