|
2024-10-13 12:57:33, 528 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 68 უპილოტო საფრენი აპარატიდან 31 ჩამოვაგდეთ
13 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინას 2 Іскандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, 2 Х-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტითა და 68 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინამ 31 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო. მათივე ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა პოლტავისა და ოდესის, Х-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტებით კი, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმისა და ჩერკასის ოლქებში მოხდა. თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ძალები, ელექტრონული ომის დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)