|
2016-02-25 18:17:27, 575 ნახვა
სამართალი
2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის დედა მსჯავრდებულის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებას აპროტესტებს
2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი ვლადიმერ მასურაშვილის დედა პარლამენტს მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის საყოველთაო ამნისტიით გამოშვებას აპროტესტებს. გარდაცვლილის დედამ დღეს სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა და მოითხოვს დამნაშავემ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით აგოს. "ჩემი შვილის მკვლელი, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ამით ჩემი მორალური, ზნეობრივი და კანონიერი უფლება დაირღვა. შვილი მეორედ მომიკლეს, ამიტომ მე მთავრობას, პარლამენტს ვუჩივი. მკვლელი ამნისტიით გამოსაშვები არ არის", - განაცხადა მასურაშვილის დედამ, ანა აზნაურაშვილმა. შეგახსენებთ, ვლადიმერ მასურაშვილს 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის ექსკორტის მანქანა შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარში დამნაშავედ 1 პირი ალექსანდრე ბიბილური ცნეს, რომელსაც 8 წლით და 6 თვით თავისუფების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მან გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით საყოველთაო ამინისტიის შედეგად წელიწადნახევარში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)