01:31 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 16:22:18, 396 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას “დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პუტინის განცხადებით, “რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება“.

“რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში.

რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფოს განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“,- ნათქვამია ბჟანიასათვის გაგზავნილ მილოცვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics