|
2016-02-23 10:57:47, 730 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სემინარების ჩატარებისათვის პროფესიონალი ტრენერების მიღებას აცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროფესიონალი ტრენერებისა და ტრენინგ კომპანიებისგან სააგენტო მიღებას აცხადებს. საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის თემატიკაზე, მოკლევადიანი ტრენინგების (ვორქშოფების) და სემინარების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის. როგორც „ექსპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ვორქშოფების სემინარების მიზანია: 1. სამიზნე აუდიტორიის დაინტერესება ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროთი 2. სტარტაპებისათვის ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ახალი მეთოდოლოგიების, ტრენდებისა და ინფორმაციის გაზიარება მათივე ინფორმაციით, ტრენინგების/ვორქშოფების/სემინარების სამიზნე ჯგუფი უნდა შეადგენდეს ერთერთს ან რამდენიმეს შემდეგ ჩამოთვლილთაგან: 1. 8-დან-14 წლამდე ასაკის მოზარდები 2. სხვა ასაკის ფიზიკური პირები 3. სტარტაპები 4. მეწარმე სუბიექტები ტრენინგ კომპანიებმა/ტრენერმა საჭიროა ორგანიზება გაუწიოს ტრენინგს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, ან რამდენიმე მიმართულებით: 1. მიკროელექტრონიკა და რობოტიკა 2. საინფორმაციო ტექნოლოგიები 3. 2D და 3D მოდელირება 4. მეწარმეობა ინოვაციების სფეროში (Innovation Entrepreneurship) 5. ,,ციფრული წარმოება’’ (Digital Fabrication). 6. კომპიუტერული თამაშების წარმოება 7. კრეატიული ინდუსტრიები 8. კრეატიული აზროვნება 9. სამეცნიერო გამოგონებები 10. სხვა ტრენინგები და სემინარები ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის თემატიკაზე. თითოეული ღონისძიების ხანგრძლივობა: მინიმუმ - 1 საათი. ღონისძიების ჩატარების ადგილი: ტექნოპარკი ინოვაციების ქ.#7 თბილისი (ოქროყანა) მოვალეობები: 1. ტრენერების მოძიება და პროგრამის შედგენა 2. მონაწილეთა შერჩევა 3. სატრენინგო პროცესის სრული ორგანიზება 4. პროექტის რეპორტინგი პროექტების მიიღება 11 მარტის ჩათვლით მისამართზე: trainings@gita.gov.ge განაცხადების მიღება ხდება სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე. გთხოვთ, შემოთავაზებაში დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)