|
2016-02-22 18:39:07, 680 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოები მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებაზე: ეს ტოვებს შერჩევითი მიდგომისა და ახვლედიანის დევნის შთაბეჭდილებას
თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კითხვის ნიშნებს ხედავენ და საბჭოს გაუმჭვირვალე მუშაობაზე საუბრობენ. მათი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია. „ეს პროცესი კანონმდებლობით უნდა იყოს გამართული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნამდვილად ტოვებს შერჩევითი მიდგომისა და ახვლედიანის დევნის შთაბეჭდილებას,“ - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი აცხადებს, რომ ამ პროცესიდან გამომდინარე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს გამჭვირვალეობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. „ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება იდევნებოდეს განსხვავებული აზრი სასამართლოში. ამ ყველაფრის შემდეგ რთული იქნება სასამართლო სისტემას გამჭვირვალეობაზე ჰქონდეს პრეტენზია,“ - აცხადებს ეკა გიგაური.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)