02:09 - 29 May, 2026
|
2024-09-22 18:31:21, 404 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის სამხედროებმა ქალაქ რამალაში ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისი დახურეს
ისრაელის სამხედრო ძალის წარმომადგენლები ქალაქ რამალაში, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც CNN წერს, ისრაელის სამხედროებმა ტელევიზიის თანამშრომლებს ბიუროს დახურვისა და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტის მოთხოვნით ორდერი გადასცეს. როგორც Al Jazeera-ს პალენსტინის ბიუროს დირექტორმა, ვალიდ ალ-ომარიმ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შეწყვეტის ბრძანება თანამშრომლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. "ჩვენ ვიცოდით, რომ მთავრობა ამაზე მსჯელობდა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს სამხედრო ადმინისტრაციას არხის დახურვას სთხოვდა. ჩვენ უბრალოდ არ ველოდით, რომ ეს დღეს მოხდებოდა", - განაცხადა Al Jazeera-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნიდა იბრაჰიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)