|
2024-09-21 13:25:57, 393 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - უკრაინის ხელისუფლების „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატოში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს
უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, უკრაინის ნატოში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg -ის ცნობით, “გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში. გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)