02:19 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 13:54:32, 483 ნახვა

მსოფლიო
მაკფოლი - ქართველებო, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი ჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება. 

მან აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

“მიდით, ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან უკან დახევა. ნამდვილად გსურთ, გახდეთ შემდეგი ბელარუსი? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ“,- წერს მაკფოლი.

შეგახსენებთ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი "ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის".

პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics