|
2016-02-22 11:54:56, 605 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესაძლო დისციპლინურ გადაცდომებზე მსჯელობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. მთავარი თემა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საქმიანობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭოს წევრი შოთა გეწაძე სპეციალურ პრეზენტაციას წარადგენს. "აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედიოდა და დღესაც შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით, საბჭოს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა, მოსამართლეთა ვიწროსპეციალიზაციის განხორციელება და ეს, როგორც ჩანს, განხორციელებულია თავად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ და არა იუსტიციის უმარლესი საბაჭოს მიერ", - განაცხადა შოთა გეწაძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესაძლო დისციპლინურ გადაცდომებზე საუბრობენ: "გადაწყვეტილება მიღებული იქნება. აქ შესაძლოა, დისციპლინური სამართალდარღვევაც გამოვლინდეს. არც ესაა გამორიცხული", - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ. სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მიწვეულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)