|
2024-09-16 20:48:55, 389 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია - მსოფლიოში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არაა
მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა. „საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის ოჯახს. კარგია, რომ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი მალე დააკავეს. ეს ჩვენი პრინციპია: კანონის უზენაესობა უმთავრესია და პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება", - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)