02:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 10:52:25, 385 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს, ვიდრე გაიმარჯვებს, საფრთხე ემუქრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს მომხდარ სროლას ეხმაურება.

როგორც ორბანი X-ზე წერს, “აშკარაა, ტრამპის სიცოცხლეს, ვიდრე გაიმარჯვებს, საფრთხე ემუქრება“.

“აშკარაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო“,- წერს ორბანი.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics