02:40 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 16:41:28, 383 ნახვა

მსოფლიო
სტანო - ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს

ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს თქმით, ომის დასასრულებლად ერთი გზა არსებობს, რომ რუსეთმა ყველა სამხედრო ძალა და ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს.

"ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მათ შედეგებს. ისინი ბათილად ითვლება და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგები. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. რუსეთის შეჭრიდან და ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკავშირი ხაზს უსვამს თავის პოზიციას, ყირიმი არის უკრაინა", - განაცხადა სტანომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics