|
2024-09-07 18:23:15, 384 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში, თანამედროვე მედიცინის განვითარებაში, ფრიდონ თოდუას ღვაწლზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აკადემიკოსმა, ქართულ ჯანდაცვის სისტემას სახელი გაუთქვა და თანამედროვე მიდგომები და მკურნალობა ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. “სამეცნიერო კონფერენციაზე -"ტექნოლოგიები XXI საუკუნის მედიცინაში" - მოხსენებები გაკეთდა ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: "თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს," "რადიოლოგიური ბიომარკერების როლი ნერვული სისტემის დაავადებების კვლევაში," "კაროტიდული ათეროსკლეროზის თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა" და სხვა. ფრიდონ თოდუას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის განვითარებაში. მან დააფუძნა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია. იგი იყო მედიცინაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ახალი მიღწევების, რადიოლოგიური კვლევის ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვის ინიციატორი. ფრიდონ თოდუა იყო პირველი, ვინც ყოფილ საბჭოთა კავშირში კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და გამოავლინა დიდი ორგანიზატორული ნიჭი განყოფილების ჩამოყალიბებასა და კადრების მომზადებაში. მან პირველმა შეიმუშავა ე.წ. “უსისხლო“ მანიპულაციები სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის და დანერგა ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები კომპიუტერული ტომოგრაფიის და ულტრაბგერითი კონტროლით, რაც შესაძლებლობას იძლევა უარი ითქვას რთულ ოპერაციულ ჩარევებზე. მის მიერ შემუშავებული მეთოდები ფართოდ დაინერგა მსოფლიოს მრავალ კლინიკაში. თოდუას კლინიკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, აკადემიკოსები, მეცნიერები და 250-მდე საქართველოს წამყვანი ექიმი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)