19:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 09:44:11, 364 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შესწორებები შეაქვს

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მცირე მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

“დღეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ. ეს იქნება 150 ათასი ლარი - 75 ათასი დოლარის ექვივალენტი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, ცვლილება სასტუმროებსაც შეეხება და დაფინანსება უცხოურ ვალუტაშიც მოხდება.

„ასევე სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრებები, იმისთვის, რომ ამ პროგრამაში აქტივობა გავზარდოთ. საჭირო იქნება, უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics