16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 16:21:43, 445 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - არანაირი ზღვარი არ არსებობს, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები

არანაირი სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

მისი თქმით, არსებობს მხოლოდ კონკრეტული ძალა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს.

"არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი არ არსებობს საქართველოში. არანაირი ზღვარი არ არსებობს. პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს და ა.შ. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?! რევოლუცია ჰქონდა არასამთავრობო სექტორს დაანონსებული. დღეს არ არსებობს ეს ზღვარი. არის კონკრეტული ძალა, რომელიც მოღალატეებითაა დაკომპლექტებული, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, სამშობლო არ აინტერესებთ. რასაც ეუბნებიან, რასაც დაავალებენ, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ. დღეს,  ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ხვდება, რა ხდება მსოფლიოში, რა ტენდენციებია, რა ხდება რეგიონში, ვისი ინტერესებია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ქართველი ხალხი ყველას გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics