|
2016-02-18 16:21:48, 405 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: საქართველოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა სჭირდება, რისი უნარიც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია
"აბსოლუტურად გაუმართლებლად და არასწორედ მიმაჩნია, ე.წ სპეციალური სამსახურის შექმნა", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია ქვეყნის მართვის სტილი და ის ვერ ხვდება, რისთვის არის საჭირო დამატებით სპეციალური სტრუქტურის და დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა. "აბსოლუტურად გაუმართლებლად და არასწორად მიმაჩნია, ე.წ სპეციალური სამსახურის შექმნა. ეს პირდაპირი დადასტურებაა იმისი, რომ მოქმედი მთავრობა არის აბსოლუტურად არა ეფექტური", - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, საქართველოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა და არა დამატებითი ბიუროკრატია სჭრიდება. "ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი და არასწორია. ამას ჯობია აღიარონ, რომ არ ჰყავთ სწორი კადრები სწორ ადგილზე და პროფესიონალი კადრები მოიყვანონ, ვიდრე დამატებით სპეციალური სამსახურები შეიქმნას. დამატებითი ბიუროკრატია საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა სჭირდება, რომლის უნარი და შესაძლებლობა სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, სამინისტროების გაუქმების საკითხის კომენტირებისას. როგორც ალასანიამ განაცხადა, მმართველ პარტიაში გუნდურობა არ არსებობს. "არეულები არიან გუნდის შიგნით, არ არსებობს გუნდურობა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ეს მეტყველებს ეფექტურობაზე და ჩვენი ქვეყნის მართვაზე", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ. ალასანიამ აგრეთვე, "თავისუფალი დემოკრატების" ხედვაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პარტიას საკუთარი ხედვა გააჩნია, მთავრობის ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააცნობს საზოგადოებას.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)