15:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 16:08:23, 507 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ დროისათვის 4 მისამართზე მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია დაზიანებული ასფალტის მოხსნა, შემდგომ კი ასფალტის ახალი საფარის დაგება, ასევე დაგეგმილია ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.

დიდუბის რაიონში 6 მისამართზე უკვე დასრულდა საგზაო სამუშაოები, 3 146 კვ.მ  ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

დიდუბის რაიონის გამგებელის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით ინფრასტრუქტურული პროექტები დიდუბის რაიონში აქტიურად მიმდინარობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა გზების საფარის დაგება და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა.

დიდუბის რაიონის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია, 6 მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა.

 

 

 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics