16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 11:26:04, 319 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა

მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და  უწყების ხელმძღვანელმა სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ცენტრში კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტიც ფუნქციონირებს, რომელიც სტუდენტთა სწავლებას ახორციელებს.

“უნივერსიტეტში, მიხეილ სარჯველაძე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამასაც გაეცნო. სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტებისთვის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემაა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს, ირაკლი ნატროშვილს, პროფესორებსა და თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებმა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics