16:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 17:57:34, 593 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე - სააკაშვილს პალატის შეცვლაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს - პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს

მიხეილ სააკაშვილს პალატის შეცვლასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, იცოდა ამის შესახებ და არ გამოუთქვამს პრეტენზია,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

როგორც ჩხაიძე ამბობს, ექსპრეზიდენტს პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს.

"ვიტყოდი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებია, რადგან მეტი ფართობია და ანალოგიურ პირობებშია. გადასვლისას რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ინტერნეტის ხარვეზი. დარწმუნებული ვარ, გიული ალასანიას სახლშიც შეიძლება ხანდახან ინტერნეტი ეთიშებოდეს. ინტერნეტის ხარვეზი რამდენიმე საათში აღმოიფხვრა. ერთი თვეა, მასთან და ოჯახის წევრებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია პალატის შეცვლასთან დაკავშირებით და გაუფრთხილებლად არ გადაუყვანიათ, მათთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. სააკაშვილს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, იცოდა ამის შესახებ და არ გამოუთქვამს პრეტენზია... სააკაშვილს პალატა შეეცვალა იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ჩვენი დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილება. გაფართოვდა დეპარტამენტი, ზოგი დეპარტამენტი დაგვემატა, ამიტომ არ გვყოფნიდა სივრცე, სადაც უნდა განთავსებულიყო ეს დეპარტამენტები და მოხდა პალატის შეცვლა, ასე ვთქვათ, ერთი ფლიგელოდან მეორე ფლიგელში",- უთხრა ჩხაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics