|
2024-08-05 15:03:34, 545 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს" წევრობის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს, ქალაქ ბათუმში, „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით „ქურდული გარჩევა" მოაწყო. „კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალდებული პირის დავალებით, „ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი დაზარალებულს და მის ნათესავს უკავშირდებოდა და დაშინებით და მუქარით „ქურდულ გარჩევაზე" დაკისრებული თანხის დათქმულ ვადაში გადახდას ითხოვდა, რის გამოც დაზარალებულებმა 5000 ლარი „ქურდული სამყაროს" წევრის პირად საბანკო ანგარიშზე იძულებით გადარიცხეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1-ელ აგვისტოს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)