16:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 10:46:11, 333 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით და ნაყოფიერად თანამშრომლობს გაეროს ორგანიზაციებთან ჯანდაცვის, სოციალური თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 

“ჯანდაცვის მინისტრმა, გაეროს მუდმივი კოორდინატორს, მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ასევე -  სოციალურ საკითხებს. 

მხარეები პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 

შეხვედრას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის დონორებთან ურთიერთობის კოორდინატორი დავით მუშკუდიანი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics