|
2024-07-29 09:07:20, 394 ნახვა
საზოგადოება
ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, ღონისძიება გაიმართა
ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც ჰეპატიტებსა და მათ გამომწვევ დაავადებებზე, ცნობიერების ამაღლება იყო. ამის შესახებ ინფორმაციაას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ახალციხეში გამართული შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკრინინგისა და ჰეპატიტების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, ამ მიმართულებებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით კი, რეგიონებში, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჰეპატიტების სამკურნალო პროგრამების წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედიკოსები. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ამ მიმართულებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინიციატივები და მისი ღვაწლი. “ღონისძიებაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და მისი შედეგები წარმოადგინა. აღსანიშნავია, პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და მასში შემავალი სერვისები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მკურნალობა უკვე დაასრულა 84 000-მდე მოქალაქემ, მათი განკურნების მაჩვენებელი 99%-ია. მოწვეულ სტუმრებს, B ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა დეტალურად გააცნო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ადამიამ. ასევე, აღსანიშნავია, რომ B ჰეპატიტის მართვის პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პირველ ეტაპზე, პაციენტები, ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის, რეგიონის მასშტაბით, პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები. ასევე - ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)