16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 12:40:10, 333 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის 3X3 კალათბურთში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ტურნირი დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების ასპარეზობით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. 

"ტრადიციული სპორტული ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ფინალური თამაშები ბათუმში 5 და 6 აგვისტოს გაიმართება, სადაც ასევე, დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თამაში პარა-კალათბურთში. ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, უკვე მეოთხედ ტარდება. ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული შემართების ამაღლებას უწყობს ხელს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics