|
2024-07-19 16:43:49, 614 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუბინეცი - უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვის დაბრუნება მოახერხა
უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დიმიტრო ლუბინეცი ავრცელებს. როგორც ლუბინეცი აღნიშნავს, ოჯახებს აიძულეს რუსული პასპორტების აღება, ზოგიერთ ბავშვს კი "მოუწია სწავლა რუსულ სკოლაში", სადაც "რუსული მშვიდობის აქტიური კამპანია მიმდინარეობდა". "ჩვენ მოვახერხეთ 12 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნება! ბავშვები დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ნათესავებთან ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, ისინი ახლა უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. თითოეულმა ოჯახმა თავისებურად განიცადა საოკუპაციო "ძალაუფლების" მიერ შექმნილი ქაოსი. ოჯახები ყვებიან, როგორ აიძულეს რუსული პასპორტების აღება, რადგან "ახალი საბუთების“ გარეშე მოქალაქეებს არანაირი უფლება არ აქვთ და ვერც სოციალური გარანტიით ისარგებლებენ და ვერც სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ექიმები არ იღებენ თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც კი, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თუმცა, მშობლებს მოუწოდებენ, გაგზავნონ შვილები "რეაბილიტაციაზე“, რაც ხშირად გულისხმობს დეპორტაციას ან იძულებით გადაადგილებას. ზოგიერთ ბავშვს მოუწია სწავლა "რუსულ სკოლაში", სადაც "რუსული მშვიდობის" აქტიური კამპანია მიმდინარეობდა", - წერს ლუბინეცი Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)