|
2024-07-19 16:07:09, 503 ნახვა
ეკონომიკა
Euromoney-იმ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-იმ "გალტ & თაგარტი" საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. "გალტ & თაგარტმა" ჯილდო Euromoney’s Awards For Excellence-ის ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა, რომელიც დღემდე საბანკო სექტორში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ამ დაჯილდოებაში ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიცაა Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ. შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და სექტორის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისების ხარისხი და ინოვაციები განაპირობებს. „მოხარული ვართ, რომ Euromoney-იმ "გალტ & თაგარტი" საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ეს აღიარება "გალტ & თაგარტს" გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების და დანერგილი სიახლეების საფუძველზე მიენიჭა. მათ შორისაა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც EBRD-თან და EU-სთან ერთად განვახორციელეთ, ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 50%-ზე მეტის და პირველი ESG ობლიგაციის განთავსება. ასევე აღსანიშნავია კერძო კაპიტალის და სეკურიტიზაციის პროექტები, რომლებიც USAID-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით. რაც შეეხება ინიციატივებს, ამ კუთხით საკმაოდ აქტიურები ვიყავით მათ შორის საბროკერო მიმართულებით. ეს ინიციატივებია GT Trader-ის მობილური აპლიკაციის განახლება, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლებისთვის გახდნენ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები როგორიცაა Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. ასევე აღსანიშნავია საინვესტიციო პორტფელების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის ფინანსურ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტია. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ. ჯილდოს შესახებ: Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-იმ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო - 1900-ზე მეტი განაცხადი და 124 ქვეყნის მასშტაბით.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)