10:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 17:15:34, 495 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების შესახებ ვებინარს გამართავს

"გალტ & თაგარტი", ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო - კვლევითი ბანკი, 18 ივლისს 19:00 საათზე კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. ვებინარზე სპიკერები 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვას, მიმდინარე წლის მოლოდინებსა და "გალტ & თაგარტის" კაპიტალის ბაზრების კვლევებს წარმოადგენენ. 

ვებინარის სპიკერები არიან ნიკოლოზ მაზანაშვილი, "გალტ & თაგარტის" გაყიდვების ჯგუფის უფროსი და გიორგი ცქიტიშვილი, "გალტ & თაგარტის" კაპიტალის ბაზრების ასოცირებული მკვლევარი.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, კაპიტალის ბაზრის ტენდენციების შესახებ შეკითხვები დასვან, ამასთან, გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნონ.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ინვესტიციებით დაინტერესებულ ადამიანებს, ანალიტიკოსებს, ფინანსისტებს თუ სხვა პირებს საფონდო ბირჟისა და საინვესტიციო მიმართულებით 2024 წლის პირველი ნახევრის სიღრმისეული მიმოხილვა გავაცნოთ, გავუზიაროთ მათ სასარგებლო მიგნებები, პროგნოზები და კაპიტალის ბაზრის დინამიკურ გარემოში მათთვის გზამკლვევის როლი შევასრულოთ. "გალტ & თაგარტი" უკვე 20-წელზე მეტია, მომხმარებლებს საინვესტიციო კვლევების, ფინანსური კონსულტაციებისა და აქტივების მართვის კუთხით დახმარებას უწევს და მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აწვდის. ჩვენ მომავალშიც არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობენ "გალტ & თაგარტში".  

ვებინარზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ Galt & Taggart-ის ვებგვერდს.-ის ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics