|
2024-07-10 16:54:18, 959 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიეტუვამ რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად მილიონი ევრო გამოყო
ლიეტუვის მთავრობამ კიევში რუსეთის მიერ დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც ლიეტუვის პრემიერი აღნიშნავს, "ტერორისტული სახელმწიფოს შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გაზრდაა". "ლიეტუვის მთავრობამ ახლახან 1 მილიონი ევრო გამოყო კიევში ბავშვთა საავადმყოფოს "ოხმატდიტის" და სხვა სამედიცინო ობიექტების აღსადგენად, რომელიც რუსეთმა ასე გამიზნულად, ვერაგულად გაანადგურა. ტერორისტული სახელმწიფოს შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გაზრდაა. უკრაინის აღდგენის ერთადერთი სამართლიანი საშუალება აგრესორის მიერ საფასურის გადახდაა", - წერს შიმონიტე. შეგახსენებთ, რუსეთმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში 8 ივლისს მიიტანა, მომხდარის შედეგად დაიღუპა ათობით პირი და დაშავდა 100-ზე მეტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)