18:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 14:00:22, 418 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით,  ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. 

„ხელმძღვანელმა პირებმა ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. მთლიანობაში, სააგენტომ 96 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, SKODA OCTAVIA და MITSUBISHI L200 მიიღო. ახალი ავტომობილები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები სააგენტოს რეგიონული ცენტრებისა და მუნიციპალური განყოფილებების ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდნენ. მათ სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ, რომლის მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება, ფუნქციონირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. სააგენტო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობს და მოქალაქეებს 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებაში, გამარტივებული პროცედურებით, მომსახურების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics