22:21 - 26 May, 2026
|
2024-07-09 11:48:11, 862 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევა განხორციელდა
უკრაინამ რუსეთზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორ ელექტროქვესადგურსა და ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დღევანდელი შეტევა მოიგერიეს, თუმცა, დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი ქალაქ კალაჩის ნავთობის ბაზაზე და ქალაქ ფროლოვის ქვესადგურზე გამოიწვია. დრონებით შეტევის გამო, ვოლგოგრადისა და ასტრახანის აეროპორტები დროებით დაიხურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით - 21, ასტრახანში - 5, ბელგოროდში - 3, კურსკის ოლქში - 7 და ვორონეჟში - 2 დრონი გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)