22:23 - 26 May, 2026
|
2024-07-07 18:02:42, 647 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონში რუსეთის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ხერსონის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ადგილობრივ ოფიციალურ პირზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკუდინის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ უბნებზე მიტანილი იერიშის შედეგად მაღალსართულიანი შენობები, 10 კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობები, კვების ობიექტები, მაღაზიები და კერძო მანქანები დაზიანდა. მისივე თქმით, დარტყმის ქვეშ კრეშჩენოვკა, ანტონოვკა, მიხაილოვკა, უროჟაინოე, ქიზომისი, ბურგუნკა, ბერისლავი, ნოვობერისლავი, პრიოზერნოიე, დნეპროვსკოე, სტანისლავი, პრიდნეპროვსკოე, ოლგოვკა, შევჩენოვკა, ტიაგინკა და ვისოკოჰერი მოექცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)