01:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 12:17:18, 685 ნახვა

სამართალი
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მიმდებარედ ჰქონდა მოწყობილი.

„უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 20 ერთეული, 13 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, დაწყებულია გამოძიება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის  ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics