|
2024-07-04 14:40:32, 348 ნახვა
საზოგადოება
სიახლე: სოციალურ ბარათებზე პინ-კოდის ვადის გაგრძელება დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე
"ლიბერთი" აგრძელებს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას და მომსახურების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ახალი სერვისი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სერვისია. სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების ფუნქცია ID ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებისთვის არის ხელმისაწვდომი და საჭიროა მხოლოდ ვიდეო კამერით აღჭურვილი ნებისმიერი სმარტფონი ან კომპიუტერი. „მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი განახლებული სერვისი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. სოციალური ტიპის ბარათებზე პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სისტემის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. იდენტიფიკაციის პროცესი შესაძლებელია ნებისმიერი სმარტფონიდან, ინტუიციური და მარტივია. ამავდროულად, სისტემაში მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია გათვალისწინებული",- აცხადებს დავით მესხიშვილი, სოციალური პროექტების მართვის განყოფილების უფროსი. ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების დეტალური ინსტრუქცია "ლიბერთის" ოფიციალურ ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი: libertybank.ge "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)