18:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 11:38:39, 340 ნახვა

საზოგადოება
კოკა რამიშვილის გამოფენის ტურები

"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს.

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელოვნებათმცოდნეების ტურებს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები:

4 ივლისი, 19:00 საათი | ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე.

10 ივლისი, 19:00 საათი | ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდში განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით.

გამოფენაზე წარმოდგენილია კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევარი - პლატფორმა მოვლენისთვის. ნამუშევრის ხმოვანი ნაწილი შექმნა კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ, რომელთანაც ხელოვანი ხშირად თანამშრომლობს. პლატფორმა მოვლენისთვის მულტიმედიური ინსტალაციაა, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს.

მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics