|
2024-07-04 10:41:14, 834 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი Meliora 2024-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“
"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora 2024"-ის დაჯილდოების ფარგლებში, წლის გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ. Meliora 2024-ის წლის „პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ კატეგორიაში, გამარჯვებული მსხვილი კომპანია, ბაზისბანკი გახდა. 2022 წლიდან, ბაზისბანკის თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა და 1000-მდე გაიზარდა, რაც ბანკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ბაზისბანკის 2023 წლის სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა. პროექტის “BB ერთობა“ ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხი, გაიზარდა მათი პროდუქტიულობა და ბანკის მიმართ ლოიალობა. წინა წელთან შედარებით, თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პროექტი “BB ერთობა“ ხელს უწყობს ბაზისბანკში უსაფრთხო, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლების საჭიროებები პრიორიტეტულია, ხოლო ერთ გუნდად მუშაობა – სასიამოვნო. სამომავლოდ, თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, დაგეგმილია პროექტის განახლება და გაფართოება. ბანკი, ასევე წარმოდგენილი იყო კატეგორიაში „საზოგადოების მხარდაჭერა“, რომელშიც პროექტით „ბაზისბანკი - სოციალური მეწარმოების მხარდამჭერი“, ფინალისტებს შორის მოხვდა. Meliora 2024-ის ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს ჯილდო იმ საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისთვის გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას. კონკურსის ცხრა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. „ბაზისბანკის წარმატების ფორმულა, ეკონომიკური წინსვლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სინთეზს ემყარება. უდავოა, რომ კონცენტრირება ბიზნესის მდგრადობასა და მასთან ერთად ეთიკურ სტანდარტებზე, საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოს დაცვის საკითხებზე უფრო წარმატებულსა და კონკურენტუნარიანს ხდის კომპანიას. მადლობა მინდა გადავუხადო ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და HR-ის გუნდებს, რომელთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა პროექტი, რომელმაც აღიარება მოიპოვა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მხრიდან“, - აცხადებს დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი. Meliora 2024 CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)