|
2024-06-28 21:36:54, 608 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მალე ომის დამთავრების დეტალურ და ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს
უკრაინა მალე ომის დამთავრების დეტალურ და ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ასევე განავითარებს მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს, "რომელიც მაგიდაზე ყველა პარტნიორისთვის იქნება". "უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ამ ომის მსხვერპლი ვართ. სამშვიდობო სამიტი გაიმართა და ახლა დეტალურად სამ მიმართულებაზე ვმუშაობთ: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეთა გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს მოვაგვარებთ. სულ მცირე, დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ეს მალე მოხდება. ჩვენ ასევე განვავითარებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს და ყოვლისმომცველ გეგმას მოვამზადებთ, რომელიც მაგიდაზე ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იქნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ვმუშაობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)