23:23 - 26 May, 2026
|
2024-06-27 17:36:21, 578 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა და ევროკავშირის ლიდერებმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ, ბრიუსელში უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობის და განაღმვის სფეროებში. ევროკავშირის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უსაფრთხოების შეთანხმებებს ესტონეთთან და ლიეტუვასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)