|
2024-06-21 11:37:03, 323 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის ეკოსისტემის პლასტიკით დაბინძურების საფრთხეების აღმოფხვრის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მდინარეებსა და შავ ზღვაში მოხვედრილი პლასტიკის ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგიებზე, პლასტიკით დაბინძურებული ცხელი წერტილების გამოვლენასა და პლასტიკის ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პოლიტიკაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო, რომელმაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაზე გაამახვილა ყურადღება. „ოკეანეების, ზღვების და მდინარეების პლასტიკით დაბინძურება გლობალური პრობლემაა. მნიშვნელოვანია, შავი ზღვის დაბინძურების დონის და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზების შესწავლა. გასათვალისწინებელია, რომ ზღვის ფრაგმენტულად გასუფთავება გრძელვადიანი შედეგის მომტანი ვერ იქნება, ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. საქართველომ, შავი ზღვის ქვეყნებთან ერთად, უნდა იზრუნოს შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. პლასტიკის დაბინძურების დასაძლევად საქართველოს მთავრობამ 2021 წელს პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა, ამავე წელს, ქვეყანა მაღალი ამბიციის კოალიციაში გაწევრიანდა, რომლის მიზანიც 2040 წლისთვის პლასტიკის დაბინძურების სრულად აღმოფხვრაა. მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის კლაუს სატლერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, პლასტიკის დაბინძურების საფრთხეების აღმოფხვრის პოლიტიკის შემუშავების ნაწილში, საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. შეხვედრა მსოფლიო ბანკის PROBLUE ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ინტეგრირებული, მდგრადი და ჯანსაღი საზღვაო და სანაპირო რესურსების განვითარების მხარდაჭერაა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)