|
2024-06-19 10:51:04, 411 ნახვა
ეკონომიკა
ბბ დაზღვევამ, ავიაკომპანია ჯეოსქაის და მაივეი ეარლაინსს, საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში უპრეცედენტო - 145 000 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა
ბაზისბანკი, ქვეყნის ერთ ერთი ლიდერი საფინანსო ინსტიტუტია და ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს ბბ დაზღვევას და ბბ ლიზინგს. ბბ დაზღვევა ბაზარზე ლიდერია საავიაციო რისკების დაზღვევის ჭრილში და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს კომპანიებთან, როგორებიც არიან ავიაკომპანია ჯეოსქაი, მაივერ ეარლაინსი და სხვა. თანამშრომლობს მხოლოდ A რეიტინგის მფლობელ კომპანიებთან, სადაც გადაზღვეულია ყველა საავიციო მიმართულება, მსოფლიოს წამყვან, სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე გადამზღვევ კომპანიებთან 2023 წლის აპრილში, ფაქტიურად ომის დაწყების წინა დღეს, მაივეი ეარლაინსის 2 და ავიაკომპანია ჯეოსქაის 1 საჰაერო ხომალდი ახორციელებდა რეგულარულ ფრენებს და იმყოფებოდა სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტში. სწორედ ამ დროს, სუდანში დაიწყო სამოქალაქო ომი და ეპიცენტრში აღმოჩნდა კონკრეტულად ის აეროპორტი, რომელშიც ავიაკომპანიების ხომალდები იყო ბაზირებული. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან შეუძლებელი იყო საჰაერო ხომალდების არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მაინც მოხერხდა ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება და მათი მეშვეობით, ზიანის დაფიქსირება და შეფასება. აეროპორტში მდგომი სამივე ხომალდის ზარალი აღიარებულ იქნა, როგორც სრული განადგურება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბედნიეროდ ეკიპაჟის არცერთი წევრის ჯანმრთელობა საფრთხე არ შექმნია. ზარალის დაფიქსირების დღიდან ბბ დაზღვევის გუნდი, პარტნიორებთან ერთად, ჩაერთო ზარალის დარეგულირების პროცესში, როგორც საბროკერო კომპანია მალაკუტთან, ვისი მეშვეობითაც ჯეოსქაის მფლობელობაში მყოფი ხომალდი იყო გადაზღევული, როგორც ლონდონის ლოიდსის სინდიკატებში, ასევე საერთაშორისო A რეიტინგის მქონე გადამზვეველ კომპანიებთან. ასევე, პარალელურად მოლაპარაკეკებს აწარმოებდა ზარალის დარეგულირებაზე, მაივეის 2 თვითმფინავზე, რომლებიც პირდაპირ იქნა გადაზღვეული მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო ჩინურ კომპანია პინგ ან-ში. ჯამურად, ბბ დაზღვევის მიერ, ანაზღაურდა 145 მილიონი ლარის ზარალი, რაც საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში, არის რეკორდული მაჩვენებელი, რამაც დაამტკიცა ბბ დაზღვევის, როგორც მდგრადი, სანდო, მოქნილი და კლიენტზე ორიენტირებული კომპანიის იმიჯი.
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)