19:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 20:06:21, 432 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა, ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვედრა გამართა კლინიკის თანამშრომლებთან და მათთან ერთად, საავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე, კლინიკაში, სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.

"ჯანდაცვის მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამედიცინო ობიექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი, რეგიონებში, სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარებაა, რათა ყველა მოქალაქეს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics