|
2024-06-18 17:12:03, 375 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კინწურაშვილმა Touch.Point-ის პანელურ დისკუსიაზე „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის ქეისი განიხილა
ცოტა ხნის წინ თბილისში საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point ჩატარდა, სადაც გლობალური და ადგილობრივი ბრენდების წარმომადგენლებმა აუდიტორიას გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში „მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა: აუდიტორიის სეგმენტაციისა და ტარგეტირების ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა ინდუსტრიაში“ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა, რომელმაც მარკეტინგში მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობაზე „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის მაგალითზე ისაუბრა. „პანელურ დისკუსიაზე, Bolt-ის და VELI.store-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ მიმოვიხილეთ ის, თუ რა როლი აქვს მონაცემთა ანალიტიკას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის დროს. მარკეტერები მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება დაბალი დანახარჯით მისწვდნენ მაქსიმალურად ზუსტ აუდიტორიას. ამისათვის კი ყველანაირ ციფრულ მონაცემებსა და არხებს იყენებენ, რაც მათ სამიზნე აუდიტორიების გამოყოფასა და სწორ სივრცეში სწორი კონტენტით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, პანელზე ვისაუბრეთ „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერზე, პლატფორმაზე, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გააანალიზოს ტრანზაქციული მონაცემები და დაინახოს, თუ რა ქცევით ხასიათდება მისი მომხმარებლები, მეორე მხრივ კი მარკეტერებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან კამპანიები საბანკო არხებში და მისწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი პროდუქტებით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა. პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო მეთოდები, რომლებსაც საერთაშორისო და რეგიონული ბრენდები მომხმარებლების სეგმენტაციისა და კამპანიების წარმოებისათვის იყენებენ. გიორგი კინწურაშვილმა კი დისკუსიის ფარგლებში განმარტა, თუ რა მონაცემებსა და ლოგიკებზე დაყრდნობით მუშაობს „საქართველოს ბანკის“ კამპანიების სივრცე და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს ამ მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენება. „Touch.Point ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მარკეტინგული ტექნოლოგიების გარშემო ტრიალებს. ვფიქრობ, თანამედროვე მარკეტერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცნობდნენ უახლეს ხელსაწყოებს. ღონისძიებაზე გამოცდილებას აზიარებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Facebook, Spotify და ა.შ. შესაბამისად, ეს გამორჩეული პლატფორმაა ინფორმაციის გაცვლისთვის. მეორე მხრივ კი Touch.Point არის ძალიან კარგი საშუალება კომპანიებისათვის, რათა მისწვდნენ პროფესიონალებს, რომლებიც ციფრული მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა. Touch.Point „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა.
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)