|
2024-06-17 15:51:34, 316 ნახვა
საზოგადოება
პრემია „ელისომ“ გამარჯვებულები გამოავლინა
14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, „თიბისის“ მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისოს“ პირველი დაჯილდოება გაიმართა. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით, ქართულ კინოში გასულ წლის სამი გამორჩეული ნამუშევარი დაჯილდოვდა.
დაჯილდოების პარალელურად გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელიც აღინიშნა. „ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს. პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. ფონდი კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად. „ელისოს“ გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“. მთავარი პარტნიორები კი არიან გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)