|
2024-06-13 17:17:25, 447 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება
"საქართველოს ბანკი", როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას აგრძელებს და ინიციატივებს კვლავ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, Startup Grind–ის მორიგი შეხვედრა 15 ივნისს, ტერმინალში გაიმართება. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპის CityPay.io-ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ მათი იდეის, დაფინანსებისა და საერთაშორისო მასშტაბირებისთვის მზადების შესახებ ისაუბრებენ. ისინი აუდიტორიას ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეძლეს და მიიღეს 10 მლნ. დოლარის ინვესტიცია. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც არის ბიზნესის მფლობელი, ინვესტორი ან თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ციფრული გადახდების მომავლით არის დაინტერესებული. ღონისძიებაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და გაიგონ მეტი მათი ბიზნეს გამოცდილების შესახებ. „საქართველოს ბანკი და Startup Grind წლებია ვთანამშრომლობთ და ეს პარტნიორობა წელსაც აქტიურად გრძელდება. ამ წლების განმავლობაში, ერთობლივად არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრების სერიები, სადაც წარმატებული სტარტაპერები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის უფრო მეტად განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ვცდილობთ სიახლეების დანერგვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ. როგორც მოგეხსენებათ, წლიდან-წლამდე ციფრული გადახდები მეტ აქტუალობას იძენს და სწორედ ამ შეხვედრაზე, სპიკერები ციფრული გადახდების თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე ისაუბრებენ. ვფიქრობთ, ეს ბიზნეს სფერში ჩართულ ადამიანებს განსაკუთრებით დააინტერესებს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". Starup Grind - ის ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართება. მასზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)