|
2024-06-13 13:32:53, 382 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს
"საქართველოს ბანკი" ბიზნესებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს და მათი საქმიანობის გამარტივების მიზნით ტექნოლოგიურ პლატფორმებზე საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ამიერიდან, "საქართველოს ბანკის" პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ როგორც Mastercard, ისე Visa ბიზნეს ბარათით მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმები გამოიწერონ და მიიღონ ფასდაკლება, ქეშბექი ან ისარგებლონ უფასო სერვისებით. აღნიშნული შეთავაზება Google-ის, Hotjar-ის, Microsoft-ის, Monday.com-ის, Notion-ის და 50-მდე სხვა გლობალური ბრენდის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე ვრცელდება. მათი საშუალებით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ შიდა და გარე კომუნიკაციები, მართონ ადამიანური რესურსები, ფინანსები, საბუღალტრო პროცესები და სხვა. აღსანიშნავია, რომ შეღავათები 5-დან 40%-მდე ფასდაკლებას მოიცავს; ტექ. პლატფორმების ნაწილის გამოყენება კი ბიზნესებს, შეთავაზების ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. მათი სრული სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. „მოხარული ვართ, რომ გლობალური გადახდების გიგანტ კომპანიებთან, Mastercard-თან და Visa-სთან თანამშრომლობით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. მიგვაჩნია, რომ ბიზნესებისთვის რესურსების დაზოგვა და უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ვაგრძელებთ შეთავაზებას ყველაზე ცნობილ და ეფექტიან პლატფორმებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მეწარმეებს დროის, ფინანსებისა და სხვა რესურსების დაზოგვაში დაეხმარება. ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც არაერთ მსგავს შეთავაზებას წარვუდგენთ მცირე და საშუალო მეწარმეებს“, - აცხადებს მაია გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. შეთავაზებებით სარგებლობისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს. თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და და პროცესში შეუკვეთეთ სასურველი ბიზნეს ბარათი.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)