20:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 13:52:09, 326 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ნაძალადევში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მიმდინარეობს წყალარინების  ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქსელის არ არსებობა ადგილობრივებისთვისდიდ პრობლემას წარმოადგენდა. გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მოსახლეობის თხოვნა იყო მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გია აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს წევრი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 500 000 ლარია, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics