|
2024-06-06 11:07:27, 385 ნახვა
ეკონომიკა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა ნათსჯი, კულა, ბატონო, არომაპროდაქტი, მაისი 2020, კამპა, ველინგტონი და ჩემპი, რომლებმაც გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: თხილი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს. ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ესწრებოდნენ. „ევროკავშირის ბაზარი არის სტრატეგიული მიმართულება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა იყო მოწყობილი, პროდუქცია 8 ქართულმა კომპანიამ წარადგინა, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, დაამყარონ კავშირები და განავითარონ ექსპორტი პრიორიტეტული მიმართულებებით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ. როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ აღნიშნა, ამსტერდამში გამართულ ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ქართული მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის კუთხით. ამსტერდამში გამართულ გამოფენაში World of Private Label International Trade Show მონაწილეობას იღებდა 3 000-მდე კომპანია 73 ქვეყნიდან, მოწყობილი იყო 60-ზე მეტი საერთაშორისო და რეგიონული პავილიონი. გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)