|
2024-06-05 14:21:06, 303 ნახვა
საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2024-2025 სასწავლო წლისთვის. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. მოსწავლეთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 19 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე საბუთების მიმღებ კომისიას რეგისტრაციის დროს ვერ წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე დოკუმენტს, მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა დარჩენილი დოკუმენტი წარმოადგინოს არაუგვიანეს 5 ივლისისა (მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის ჩასარიცხი კანდიდატის (მოსწავლე) 28 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია წარმოადგენს აუცილებელ ვალდებულებას). რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №51 - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
რეგისტრირებული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციაზე. სამედიცინო კომისიის წარმატებით გავლის შემდგომ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდები. 13.07.2024 – მათემატიკის გამოცდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)