20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 13:09:18, 422 ნახვა

საზოგადოება
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები წარუდგინა.

"სამუშაო ჯგუფს კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.

ფრაქცია "ქართულ ოცნებას" სამუშაო ჯგუფში 15 წევრი ეყოლება, ხოლო სხვა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფებს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ, თითო-თითო წევრი წარადგინონ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics