20:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-02 11:56:16, 373 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების ინტერესებს, ასეთი თემების გამოყენებით, ქულების წერისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს

როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ინტერესს, მისი მშობლების, გულშემატკივრებისა და ახლობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი თემების გამოყენებით ქულების წერისგან. შეიძლება მათთვის ეს უფრო მომგებიანია მაგრამ ეს დაცლილია ყველანაირი ეთიკურობისგან, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, „მომრავლდა მცდელობები და  მსურველი ადამიანების დიდი წრე გაჩნდა, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ვითარება დაამახინჯონ, არასწორი აჟიოტაჟები შექმნან, პანიკები დათესონ".

„არ შეიძლება რომ პანიკა შევუქმნათ,  რომელიმე ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს და ვუთხრათ, რომ სადღაც რაღაცა მისი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი გახდება. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის ხარჯებს, სახელმწიფო სრულად, საკუთარ თავზე, იღებს ეს ასე იყო და გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით  ნულოვანი საფრთხეა და ამაზე სრულად პასუხისმგებელია სახელმწიფო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics